"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, მაგრამ არის შემდეგი ჩანაწერი:
"ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტონ თავიანთი განზრახვები, შეცვალონ მოქმედების მიმდინარე კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას და დე ფაქტო გაწევრიანების პროცესის შეჩერებისკენ მივყავართ."