01 ივლისი 2024,   15:25
ვრცლად
მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გარდა ამისა, მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდება და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

დღის ამბები