16 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ესტონეთის პრემიერის პოსტზე, კაია კალასს კრისტენ მიჰალი შეცვლის - Deutsche Welle

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კაია კალასს კრისტენ მიჰალი შეცვლის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კრისტენ მიჰალის კანდიდატურა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ესტონეთის მმართველმა რეფორმების პარტიამ აირჩია. აქამდე, კრისტენ მიჰალს ესტონეთის მთავრობაში კლიმატის მინისტრის პოსტი ეკავა.

როგორც ცნობილია, კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას დაიკავებს. იმისთვის, რომ კრისტენ მიჰალი ოფიციალურად ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, საჭიროა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს პარლამენტმა და პრეზიდენტმა ალარ კარისმა.

დღის ამბები