03 ივლისი 2024,   17:04
ვრცლად
პოლონეთმა უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება შეაჩერა, რომლებსაც საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვა არ აქვთ

პოლონეთმა იმ უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება შეაჩერა, რომლებსაც საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვა არ აქვთ. მომხდარის შესახებ უკრაინამ ევროკომისიას აცნობა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელ გადამზიდველებს ნებართვა არ სჭირდებათ.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.

პოლონეთში აცხადებენ, რომ არსებული პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

დღის ამბები