08 ივლისი 2024,   12:44
ვრცლად
"ამ ვითარებაში ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, უნდა ხვდებოდნენ წესით" - ანა სუბელიანი მადლობის გამო გურამ კაშიას დაბულინგებას ცდილობს

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი გურამ კაშიას ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობის გამო აკრიტიკებს. სუბელიანის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერისგან მიღებული თანხა, ამ ვითარებაში, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.

მისივე თქმით, ნაკრების მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა, ეს თანხა საბავშვო კლუბისთვის გადაერიცხათ.

"დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რო რა გითხრათ.. ყველაზე სწორი საქციელი ნაკრებისგან ამ ფულის საბავშვო კლუბებისთვის გადარიცხვა იქნებოდა და იმის უნარისა და ძალის შენარჩუნება, რო მათი აზრი და სიტყვა არ შეესყიდა დედამ****ნულ ოლიგარქს. საერთოდ ამ ვითარებაში ივანიშვილის მიგდებული მილიონები რო შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით. ვწუხვარ ძალიან", - წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ნაკრებს, მიღწეული წარმატებისთვის, 30 მილიონი ლარი გადასცა.

დღის ამბები