08 ივლისი 2024,   13:14
ვრცლად
"ამომრჩეველმა საკუთარი ქმედებით ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პერფორმანსი დაასრულა" - დიდი ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

"ამომრჩეველმა საკუთარი ქმედებით ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პერფორმანსი დაასრულა", - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საზოგადოებს სიტყვით მიმართა.

კეირ სტარმერის თქმით, ცვლილებები ახლა იწყება.

"დიდი მადლობა. მთელ ქვეყანაში ხალხმა საკუთარი აზრი გამოხატა და დაამტკიცა, რომ მზადაა ცვლილებებისთვის. ამომრჩეველმა საკუთარი ქმედებით ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პერფორმანსი დაასრულა. ვუბრუნდებით სახელმწიფოს მსახურების პოლიტიკას. ცვლილებები ზუსტად ახლა იწყება. ასეთია ჩვენი დემოკრატია, რომელსაც საზოგადოება მომავლისთვის ქმნის, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ. ახლა დროა, ვიმოქმედოთ. დიდი მადლობა ყველას", - მიმართა კეირ სტარმერმა საზოგადოებას.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. მოქმედმა პრემიერმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მშრომელთა პარტიას გამარჯვება მიულოცა.

დღის ამბები