08 ივლისი 2024,   13:01
ვრცლად
78 წლის ასაკში ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; იყო კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის "ღამის სერენადების" ორგანიზატორი.

 

დღის ამბები