საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გადალაგებები ოპოზიციაში არა რეალური ლიდერების გარშემო გაერთიანების, არამედ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს და მთავარია, ყველამ აღიაროს არჩევნების შედეგები.
"არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც პოლიტიკური კუბიკებით თამაშობენ, ერთი ლიდერი მეორეში აკეთებს ტრანსფერს და პირველი მესამეში, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციურ ბანაკში არა ღირებულებების, ქვეყნის ინტერესებისა და რეალური ლიდერების გარშემო ხდება გაერთიანება, არამედ მიდის პირდაპირ პოლიტიკური ვაჭრობა იმ პატარა პროცენტებით, რომელიც დაშლილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიტანეს. ისინი ცდილობენ, რომ დააბნიონ ის ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცეს ხმა. რაც შემიძლია ზუსტად გითხრათ არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერა. მთავარია, რომ ყველამ პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.