16 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
საქართველოს დღეს უფრო ძლიერი ევროპული დემოკრატია აქვს და შესაბამისად, ამას ჩვენი პარტნიორების მხრიდან ობიექტური შეფასება სჭირდება - არჩილ თალაკვაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის ნაწილს, საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებს, ასევე პრეზიდენტს შეხვდა. ეზრა ზეიას ვიზიტს პოლიტიკოსები აფასებენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს დღეს ბევრად განვითარებული დემოკრატია აქვს და ქვეყანა ყველა მიმართულებით უფრო ძლიერი და ევროპულია, რასაც პარტნიორების მხრიდან ობიექტური შეფასება სჭირდება.

"სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია. ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, ეს არის უფრო მრავალფეროვანი მედია, ეს არის უფრო მრავალპარტიული პარლამენტი, რომლისთვის კონკრეტული რეფორმები გატარდა. ასევე, ეს არის კონკურენტული არჩევნები. ყველა მიმართულებით, საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას ჩვენი პარტნიორების მხრიდან ობიექტური შეფასება სჭირდება. ჩვენი ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას. ჩვენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს ჩავატარებთ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები