16 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს ექსტრემისტული ძალადობა. პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

"ღრმად ვარ შოკირებული იმ ძალადობით, რომელსაც კინაღამ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე შეეწირა. პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის. ვიმედოვნებ, ეს შემაშფოთებელი ფაქტი ყველა წესიერ ადამიანს გამოაფხიზლებს ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ.

პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. თანავუგრძნობ მას და მის ოჯახს.

ჩვენ ვდგავართ ამერიკელი ხალხის გვერდით,"- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

დღის ამბები