"შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიფენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტის ამომრჩეველთა შეხვედრაზე, სროლას გამოეხმაურა, სადაც დონალდ ტრამპი დაშავდა.
"ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.
პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.