25 ოქტომბერი 2024,   16:18
ვრცლად
42 ქალის მკვლელობა აღიარა, მათ შორის, საკუთარი მეუღლის - კენიაში სერიულ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

კენიაში, ნაირობიში სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ნაგავსაყრელზე რამდენიმე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 42 ქალის მკვლელობა აღიარა, მათ შორის, საკუთარი მეუღლის.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის 9 ქალის ცხედარია ნაპოვნი.

ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ მაჩეტე, რეზინის ხელთათმანები და ცელოფნის პარკები ამოიღო, რომლის მსგავსშიც, მათ მიერ ნაპოვნი ცხედრები იყო გახვეული.

დღის ამბები