25 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
"ეს NGO ორგანიზაციები არიან მხარე და მათ დასკვნას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს, საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი" - ლევან მაჭავარიანი

"რაც შეეხება NGO ორგანიზაციებს, რომლებიც ცესკოში დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად, - ამ თემაზე, ბატონ გივი მიქანაძესა და ბატონ შალვა პაპუაშვილს ჰქონდათ დეტალური ბრიფინგები, სადაც ყველაფერი ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და საჯარო ინფორმაციაზეა დაყრდნობილი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ორგანიზაციების 53% პირდაპირ მხარეა. ესენი არიან მხარე და მათ დასკვნას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს, საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები