25 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა - როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული პირი იმ შენობის სახურავზე, რომელიც სნაიპერებს უნდა ეკონტროლებინათ

ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, ამ დრომდე უცნობია, რამ უბიძგა 20 წლის მამაკაცს ტრამპის მკვლელობის მცდელობისკენ. უკვე გამოიკითხა 100 თვითმხილველი, მათ შორის - პოლიციელები, ღონისძიებაზე დამსწრეები, მეზობლები.

პირველ რიგში, დგას კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვერ აღკვეთა სპეციალურმა სამსახურებმა თავდასხმა, რომელიც სამიზნემდე 130 მეტრიდან ხორციელდებოდა და რატომ ჰქონდა დამნაშავეს 8-ჯერ გასროლის დრო? მას შემდეგ, რაც, 1901 წელს, აშშ-ის 25-ე პრეზიდენტს თავს სასიკვდილოდ დაესხნენ, სპეცსამსახურების ამოცანა გაიზარდა და დაცვა მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტების გარდა, მათ ოჯახებზე და პრეზიდენტობის კანდიდატებზეც გავრცელდა. თუმცა შემდეგ იყო კენედი. სპეცსამსახურების შეცდომის მიუხედავად, თავად ბაიდენი მათთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობაზე მსჯელობა კაპიტოლიუმში გაგრძელდება. 22 ივლისს, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი ერთ-ერთ მოწმედ საიდუმლო სამსახურის დირექტორს მოიწვევს. ამასთან, საქმეზე ორპარტიულ დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტიც. საერთაშორისო რეზონანსის შემდეგ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყველა თანამშრომელს სთხოვა, მსოფლიოსთვის ვაშინგტონიდან მკაფიო გზავნილი გაეგზავნათ.

რეპუტაციული ზიანის გამოსწორებასთან ერთად, აშშ გამოძიებას განაგრძობს. ამ პროცესში კი, სულ ახლახან, ცნობილი გახდა, რომ პენსილვანიაში მიმდინარე ღონისძიებისას საიდუმლო სამსახურებს მსროლელი იდენტიფიცირებული ჰყავდა, როგორც საეჭვო პირი, თუმცა რეაგირება დაგვიანდა. ეს კი, სავარაუდოდ, პროცესს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობასთან მიიყვანს.

 

დღის ამბები