25 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
გადამწყვეტი ბრძოლა - არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას იწყებს

რატომ არის გადამწყვეტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები? - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ამბობს, რომ, ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს, მმართველი გუნდი იმავე ძალას უპირისპირდება, რომელსაც 2012 წელს ებრძოდა. "ქართული ცომების" დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ წელს მის პარტიას რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის, დაახლოებით, 60% უცხადებს ნდობას.

ბიძინა ივანიშვილის გზავნილებში ოპოზიციამ ამომრჩევლის მობილიზაციის მიზანი ამოიკითხა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს. თავად სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებოდა.

კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა და მშვიდობის შენარჩუნება დაასახელა. იქვე, დააანონსა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გასამართლებაც.

"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება, ამავე პარტიაში, უსაფუძვლო მუქარად და დაანონსებულ რეპრესიებად შეაფასეს. ივანიშვილის ადრესატებმა დრეს ისიც თქვეს, რომ ომის საფრთხე ქვეყანაში, სადაც ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია - დღემდე არსებობს.

შეჩერდება თუ არა საომარი მოქმედებები უკრაინაში და ვინ გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებში - ბიძინა ივანიშვილის თქმით, გავლენა ყველა ამ მოვლენას საქართველოზეც ექნება და გასატანი ერთი რთული წელია, რის შემდეგაც სტრატეგიული პარტნიორებთან ურთიერთობებიც შეიცვლება. ივანიშვილმა ახსენა ჩინეთიც, თუმცა თქვა, რომ ის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ვერ ჩაანაცვლებს.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ღონისძიება დაიხურა. მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა.

დღის ამბები