25 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
შესაბამის წინასაარჩევნო დოკუმენტში აისახება და გასაჯაროვდება, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში - გივი მიქანაძე

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, წინა საარჩევნო კამპანიისა და მომდევნო 4 წლის გეგმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტში აისახება და საზოგადოებას ექნება საშუალება, დეტალურად გაეცნოს მას.

როგორც გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, ამ დოკუმენტში ასახული იქნება ყველა ის ძირითადი ღირებულება და მიმართულება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში საბოლოო ადგილის დამკვიდრებისთვის.

"დეტალური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და კონკრეტული განაცხადები იმის თაობაზე, თუ რას ვგეგმავთ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შესაბამის წინასაარჩევნო დოკუმენტში აისახება, რომელიც გასაჯაროვდება და საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია იქნება მიწოდებული. გუშინ იყო ამ კამპანიის გახსნა და, რა თქმა უნდა, ეს შემდგომი სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესია. ჩვენ მთავარ აქცენტებზე გავამახვილეთ ყურადღება და ჩვენი ახალი დევიზი, რომელიც იმ საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ვახორციელებთ, ეს არის: "მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ". ამ მოცემულობაში აბსოლუტურად ასახულია ყველა ის ძირითადი ღირებულება და ის ძირითადი მიმართულება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში საბოლოო ადგილის დამკვიდრებისთვის", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები