დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა. ზელენსკის განცხადებით, ომის რთულ პერიოდში ამ სამიტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ზელენსკის თქმით, მისი ფოკუსი შორი მოქმედების რაკეტები, საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკა იქნება.
"ჩვენთვის ომის რთულ პერიოდში აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია ევროპის ერთობის შენარჩუნება, რადგან ეს ერთობა უკავშირდება სწორედ ძლიერ და მტკიცე გადაწყვეტილებებს,რაც უკრაინის სასარგებლოდ გაკეთდა და ამჯერადაც ჩემი ფოკუსი შორი მოქმედების რაკეტები, საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკა იქნება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.