ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი, ბარაკ ობამა მოკავშირეებთან აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან საკუთარი კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა The Washington Post-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ობამა აღნიშნავს, რომ, გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი პოზიციებს კარგავს, დონორები მოქმედ პრეზიდენტს ტოვებენ, დონალდ ტრამპის საარჩევნო გზა კი ფართოვდება.
შეგახსენებთ, ობამამ, რომელიც დემოკრატიულ პარტიაში გავლენიან ფიგურად რჩება, პრეზიდენტობისას ბაიდენი თავის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია.
მოქმედ პრეზიდენტს კენჭისყრაზე უარის თქმისკენ უფრო და უფრო მეტი დემოკრატი მოუწოდებს. 81 წლის პრეზიდენტს ახლა კორონავირუსი აქვს და იზოლირებულია, თუმცა ის უარყოფს შეშფოთებას მისი ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არჩევნებში კანდიდატად რჩება.