ტრამპმა "რესპუბლიკელების" შეთავაზება მიიღო და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდა.
ვისკონსინის შტატში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა საკუთარ თავზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს ყველა ამერიკელის პრეზიდენტი გახდეს.
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა, მისი თქმით მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები ამერიკას ანგრევს.
"ჩემ მხარეს იყო ღმერთი. ბოლო მომენტში თავი რომ არ მიმებრუნებინა, მკვლელის ტყვია მიზანს მოხვდებოდა და ახლა თქვენთან არ ვიქნებოდი, მაგრამ ვდგავარ თქვენს წინაშე, მხოლოდ ყოვლისშემძლე ღვთის მადლით. ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის. ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიანი მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს. მე დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და, ასევე, ისრაელზე თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.