16 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
"დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა - საქართველო ვითარდება და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს - ნინო ფოჩხუა

დღე არ გავა ისე, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველო არ დაფიქსირდეს სხვადასხვა ინდექსით მოწინავე პოზიციებზე. ახლაც ასე მოხდა, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებლის "დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, "ვინმემ უნდა გააგებინოს სალომე ზურაბიშვილსა და მის კალთას ამოფარებულ ოპოზიციას სიმართლე და ურჩიონ დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში, მათი სიცრუეზე აგებული საარჩევნო კამპანია აღარ მუშაობს, საქართველო ვითარდება, მისი წინსვლა ხელის გულზე დევს და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს".

"დღე არ გავა ისე, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველო არ დაფიქსირდეს სხვადასხვა ინდექსით მოწინავე პოზიციებზე. ახლაც ასე მოხდა, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებლის "დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა.

რას ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი, მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის სარგებლობენ თუ არა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები სამოქალაქო თავისუფლებით თუ ზოგიერთი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია.

იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ 2023 წლის შედეგებით საქართველო ბევრად უსწრებს ნატოს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას.

იქნებ, გააგებინოს ვინმემ სალომე ზურაბიშვილსა და მის კალთას ამოფარებულ ოპოზიციას სიმართლე და ურჩიონ დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში, მათი სიცრუეზე აგებული საარჩევნო კამპანია აღარ მუშაობს, საქართველო ვითარდება, მისი წინსვლა ხელის გულზე დევს და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს“, - წერს ფოჩხუა.

დღის ამბები