რესპუბლიკური პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლას დაესწრო, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
ტრამპმა 13 ივლისს მასზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და ამერიკელებს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.