16 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ამნისტია, ზოგადად, სწორია - დიდი ხანია, ამის საჭიროება დგას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს რაც შეიძლება მეტ პატიმარზე გავრცელდეს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, საბოლოოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა დამტკიცდეს. მანამდე, კანონპროექტი, პირველი მოსმენით, დამტკიცებულია. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი არავინ ჰყოლია. განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა მიიღო.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ამნისტიის საჭიროებაზე საუბრობს. თუმცა, ამბობს, რომ მათი სურვილია, უფრო მეტ მუხლს შეეხოს ამნისტიის კანონი.

"ამნისტია, ზოგადად, სწორია, დიდი ხანია, ამის საჭიროება დგას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს რაც შეიძლება მეტ პატიმარზე გავრცელდეს. მათ შორის იგივე ლოგიკის გავრცელებით, რომელიც თვითონ "ქართულ ოცნებას" აქვს ჩადებული. არ არის თანმიმდევრული კანონპროექტი." - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ამნისტიის კანონპროექტს წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქტს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობა". 

"ეს არის პოლიტიკური აქტი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამას აპირებენ რამდენიმე კვირით ადრე არჩევნებამდე, რათა ციხეებიდან გამოვიდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მათთან არიან პოლიტიკურად აფილირებული. თუ ამნისტიაა, იყოს საყოველთაო ამნისტია. გამოვიდნენ პოლიტპატიმრებიც, გამოვიდეს მიშა სააკაშვილი. ამის გაკეთება რატომ არ უნდათ? ამისი ეშინიათ?"- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

დღის ამბები