16 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ამნისტიის პროექტი, ამ რედაქციით, შეეხება 5 000-მდე პატიმარს, მათგან 1000 დაუყოვნებლივ დატოვებს სასჯელაღსრულების სისტემას, დანარჩენი კი - ეტაპობრივად - რატი იონათამიშვილი

ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამნისტიის პროექტზე საუბრისას.

რატი იონათამიშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, ამნისტია 5 000-მდე პატიმარს შეეხება, აქედან 1000 დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

"ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც, ამ რედაქციით, შეეხება 5 000-მდე პატიმარს და მათგან 1000 დატოვებს დაუყოვნებლივ სასჯელაღსრულების სისტემას, დანარჩენი კი - ეტაპობრივად. ასევე, ეხება პრობაციონერებს. ჩვენ დავიცავით, რომ, ერთი მხრივ, ყოფილიყო ჰუმანური პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყველაზე ამორალური და უპასუხისმგებლო საქციელი არის ის, როდესაც პარლამენტი განიხილავს ამნისტიის პროექტს და ცალკეული ადამიანები ცდილობენ, რომ ეს პროცესი გამოიყენონ პოლიტიკურად ან პირადი ინტერესებისთვის," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები