25 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
კულტურის მინისტრმა იორდანიაში შიჰანის მთაზე ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევები მოინახულა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამუშაო ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში წარმატებით გრძელდება.

კულტურის მინისტრმა იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არჩილ ძულიაშვილსა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მოინახულა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - კარაკის ტურიზმის დირექტორატის ხელმძღვანელ საატე ალ-მასაედესა და კარაკში სიძველეთა დეპარტამენტის თანამშრომელს, ბასილ ჰალასას, შეხვდა.

შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტერი, რომელიც ქალაქ კარაკში ყველაზე მაღალ მთაზე, შიჰანზე, მდებარეობდა, მე-11 საუკუნეში ქართველმა სასულიერო პირმა გაბრიელ თბილელმა დააარსა.

დღის ამბები