25 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და შელახვა - მამა შალვა კეკელია პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ეხმაურება ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და შელახვა" - ასე აფასებს მამა შალვა კეკელია შოუს, რომელიც საფრანგეთში 2 დღის წინ გაიმართა.

მისი თქმით, საიდუმლო სერობის გაშარჟება დაუშვებელია.

"ამას მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი კათოლიკე სასულიერო პირების დამოკიდებულება. ის, რომ ჩვენ მოგვეჩვენა რაღაც და წარმოვისახეთ, რომ საიდუმლო სერობა იყო არა, ეს ნამდვილად საიდუმლო სერობა იყო, ოღონდ - გაშარჟებული. ქრისტიანებისთვის საიდუმლო სერობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ზიარების საიდუმლო დაწესდა და ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცხოვრების წესი. როდესაც შენ ამას აშარჟებ და ამას მიზანმიმართულად აკეთებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ქრისტიანობას აყენებ შეურაცხყოფას. მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ მუსულმანებისათვის ან ებრაელებისათვის, ამისთვის ისინი ძალიან დაისჯებოდნენ და უზარმაზარ პასუხს აგებდნენ. ხშირად გვესმის ხოლმე, რომ არ შეიძლება ანტისემიტიზმი და მეც არ ვემხრობი ამას. არ შეიძლება რომელიმე ადამიანი დააკნინო ან მის სარწმუნოებას შეეხო", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

დღის ამბები