25 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
თბილისის ანძის ახალი სიცოცხლე - როგორი იქნება მოდერნიზებული ანძა და რესტორანი დედაქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში

თბილისის პირველი სატელევიზიო კოშკი, იგივე ანძა, თბილისის უმაღლეს წერტილს 1955 წლიდან ამშვენებს, ხოლო კონკრეტულად ახლანდელი ნაგებობა - 1972 წლიდან. მისი სიმაღლე 274,5 მეტრი იყო, თუმცა 2017 წელს დაემატა კონსტრუქციული ანტენა, რის შემდეგაც სიმაღლეში კიდევ 3 მეტრით გაიზარდა.

დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო ელექტრომაგნიტური ტალღების მთავარ კვანძს წარმოადგენს. ის თბილისის ნებისმიერი უბნიდან მოჩანს, მაგრამ მასზე მოხვედრა, თუ რეპორტაჟს არ ამზადებ, მართლაც რთულია. "კურიერი P.S.-ის" მასპინძელი ანძის ერთ-ერთი უხუცესი თანამშრომელია.

პატარა ეკრანზე 24-საათის განმავლობაში აკვირდებიან, საქართველოს მასშტაბით, სხვა ანძებს. მწვანე ნიშნულები არ ციმციმებს მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

თბილისის სატელევიზიო ანძასთან დაკავშირებით, დადის მითებიც.

ანძის 113-ე მეტრზე, ფაქტობრივად, ღრუბლებს უსწორდები - აქ მოხვედრის უფლება მხოლოდ თანამშრომლებს აქვთ.

კიდევ ერთი გაჩერება - მრგვალი ნაგებობა, ორსართულიანი სივრცე ტელე-რადიო გადამცემებით. სიმაღლე 164 მეტრი.

ანძის უმაღლეს წერტილში, სადამდეც ლიფტით ასვლაა შესაძლებელი, ყველა თანამშრომელს არ უშვებენ. სწორედ ამ სივრცეში აქვს ძლიერი გამოსხივება ანძას და თანამშრომლებისთვისაც არ არის რეკომენდებული დიდხანს გაჩერება.

სულ მალე, თბილისის ანძაზე იქნება ოფიციალური ტურები პროფესიონალი გიდებით. ანძაც განახლდება - მოდერნიზებული, ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის - მუზეუმით, კვების ობიექტით თუ რეკრეაციული სივრცით სიმაღლეზე. ძველი ანძა ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ანძის ფუნქციური დატვირთვა იზრდება, მაგრამ ის არ შეიცვლის ისტორიულ ვიზუალს - დარჩება იგივე ფერები, რომელიც მსოფლიო სტანდარტია - თეთრი და წითელი, მარტივად აღქმადი მფრინავი ობიექტისთვის.

დღის ამბები