25 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
ორბანი ევროკომისრის პოსტზე ვარჰეის წარადგენს

ორბანი ევროკომისრის პოსტზე ოლივერ ვარჰეის წარადგენს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია:

"გასული 5 წლის განმავლობაში, კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირი შეიძლება, სამეზობლოში და სამეზობლოს გარეთ, პოზიტიური ძალა იყოს. ვარჰეი მომავალ ევროპულ კომისიაში შესანიშნავ სამუშაოს შეასრულებს."

ორბანმა გადაწყვეტილება ევროკომისიის ხელმძღვანელის მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას, ევროკომისიის დასაკომპლექტებლად, ორი კანდიდატის წარდგენა სთხოვა.

დღის ამბები