25 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
რუსეთში, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა - შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი დაშავდა

რუსეთში, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

შეჯახების დროს, მატარებელში 800 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულებიდან 15 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი, სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლის რვა ვაგონი, რომელიც ყაზანიდან ადლერში მიემართებოდა რელსებიდან გადავიდა.

რკინიგზის ოფიციალური განცხადების თანახმად, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და გამაფრთხილებელი სიგნალების მიუხედავად, რკინიგზის გადაკვეთა სცადა, რის გამოც მატარებლის მემანქანეს მკვეთრი დამუხრუჭება მოუწია.

მატარებელი სატვირთოს, კოტელნიკოვოს სადგურთან დაეჯახა, რომელიც ვოლგოგრადის სამხრეთ რეგიონში, მოსკოვიდან დაახლოებით 1200 კმ მდებარეობს. შეჯახების დროს, მატარებლის სიჩქარე დაახლოებით 65 კმ/სთ-ში იყო.

 

დღის ამბები