25 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს.

ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გოგონა სავარაუდოდ ცოლად მოყვანის მიზნით, საკუთარმა თანასოფლელმა, 3 მამაკაცთან ერთად მოიტაცა. მანქანა მოგვიანებით სოფელ ყარაჯალაში ნახეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

დღის ამბები