გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მასუდ ფეზეშქიანს ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ირანის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ანტონიო გუტიერეშმა ხაზი გაუსვა ირანის როლს რეგიონში და მოუწოდა ისლამურ რესპუბლიკას, დაეხმაროს რეგიონული კრიზისების გადაჭრაში, ასევე, აიცილოს ახალი კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონს და მსოფლიოს.
გაეროს გენერალური მდივნის თქმითვე, გაერო რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალისხმევას მდგრადი განვითარების პროგრამის მიზნების მისაღწევად.