16 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, დანიამ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

დეპუტატ თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, დანიამ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა.

მისი ინფორმაციით, საუბარია გასულ წელს დაწყებულ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71 მილიონ ნახევარ დანიურ კრონას შეადგენდა.

თეონა აქუბარდიას თქმით, ამის შესახებ საუბარია მისი მიმართვის საპასუხოდ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში, რომელიც დღეს დეპუტატმა თავადვე გაასაჯაროვა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტები არა საკუთარი ქვეყნის, არამედ გარე ძალების ინტერესებით მოქმედებენ.

დღის ამბები