25 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პარიზის არბიტრაჟმა დამანგრეველი განაჩენი გამოუტანა ანაკლიის ჩავარდნილ პროექტზე - გია აბაშიძე

საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა, რომ პოლიტიკანები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარიზის არბიტრაჟმა ხაზარაძე/ჯაფარიძეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.

ანალიტიკოსი "ლელოს" "შარლატანების პარტია-კანტორად" მოიხსენიებს.

"ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პარიზის არბიტრაჟმა დამანგრეველი განაჩენი გამოუტანა ანაკლიის ჩავარდნილ პროექტზე. საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა, რომ პოლიტიკანები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები. მათ მოუწევთ საქართველოს სახელმწიფოსთვის დიდი თანხის გადახდა. ისედაც რა რეიტინგი ჰქონდა და ახლა სამართალმა "კარგი საჩუქარი" მიართვა შარლატანების პარტია-კანტორა "ლელოს", - წერს აბაშიძე.

დღის ამბები