აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი არ მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი გარდაუვალია. მისივე თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი უფრო ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.
"არ მჯერა, რომ ომი გარდაუვალია. დიპლომატიისთვის ოთახი ყოველთვის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტიურობა ვიხილეთ და შეშფოთებულები ვართ, რომ ეს შეიძლება ფართომასშტაბურ ბრძოლაში გადაიზარდოს. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამან უფრო ფართო მასშტაბი არ მიიღოს. ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველაფრის დიპლომატიური გზით დარეგულირება ვიხილოთ, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.