დარწმუნებული ვარ, როგორც კი ომი დასრულდება, შეიცვლება რიტორიკა, შეიცვლება ეს მიდგომა, შეიცვლება ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მიმართ და გადაიტვირთება ურთიერთობები, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
"როდესაც საკუთარ ქვეყანაში გაქვს იმაზე მკაცრი კანონი, ევროკავშირის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ დაცულები არიან ნატო-ს ქოლგით, მაინც იძულებული გახდნენ, რომ ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონი მიეღოთ. ამ დროს, საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს [არასამთავრობო ორგანიზაციებს], უბრალოდ, დეკლარაცია შეავსონ წელიწადში ერთხელ. ამის გამოა ამხელა კრიტიკა. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ომი დასრულდება, შეიცვლება რიტორიკა, შეიცვლება ეს მიდგომა, შეიცვლება ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მიმართ და გადაიტვირთება ურთიერთობები," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.