16 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ჭეშმარიტად გულწრფელი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები მიხეილ სააკაშვილის სურათით უნდა დადიოდნენ - იაგო ხვიჩია

დანიის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია კითხვებს რეგიონებში მის მიერ დაფინანსებულ შეხვედრებზე , რომელიც მმართველი გუნდისგან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად შეფასდა.

ღონისძიებაზე სახელწოდებით "დემოკრატიის ფესტივალი", რომელიც თელავში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის ბანერებიც გამოფინეს და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უცხოური ფონდები სხვადასხვა პარტიას ამომრჩეველთან შეხვედრაში ეხმარება და რეალურად ერთ პარტიას არ აფინანსებს.

"დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ვისაც ვისი პლაკატიც უნდა ის უნდა გამოფინოს. ვისაც მოსწონს მიშა მიშას პლაკატი უნდა იყოს, ვისაც მოსწონს სხვა პარტია სხვა პარტიის ლიდერი უნდა იყოს. რაც შეეხება დემოკრატიის ფორუმებს რაც იმართება ის არ არის ერთპარტიული. ეს რომ იყოს ერთი პარტიის კამპანია, მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ ეს არის მრავალპარტიული. ეს ფონდები გვეხმარებიან მოქალაქეებთან შეხვედრაში," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "გირჩის " ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, არცერთ ოპოზიციონერ პარტიას არ აქვს გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ არჩევნების შემდეგ, ამიტომ უცხოელ პარტნიორებს ურჩევენ ფული სწორედ "გირჩს" დაახარჯონ.

"სააკაშვილის ფანებს ბანერის ტარებას ვერ აუკრძალავ, გამორიცხულია, რაც არ უნდა გრანტები შემოდიოდეს და ვისი ფულითაც არ უნდა იყოს. ჭეშმარიტად გულწრფელი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები საერთოდ მიხეილ სააკაშვილის სურათით უნდა დადიოდნენ. არც "ლელო", "ახლებს", "ნაცებს" და სხვა პარტიებს არანაირი წინასაარჩევნო გეგმა არ გააჩნიათ. არც იციან რა უნდათ არჩევნებზე მოგების შემდეგ. ფულის დახარჯვა იმის პრეზენტაციაში რაც არ არსებობს და ყვირილში - მე არ ვარსებობ, ამისთვის ფულის ხარჯვა მართლა უაზრობაა. მე ჩვენს პარტნიორებს ვურჩევდი ჩვენ დაგვახარჯონ ფული," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები