16 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
არაფერი საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, ეს ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია - თორნიკე მოლაშვილი

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი, ლუგარის ლაბორატორიისთვის აშშ-ის მხრიდან დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას გამოეხმაურა. 

საინფორმაციო სააგენტო "კვირასთან" თორნიკე მოლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და შეიძლება ითქვას, ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით.

"გამჭვირვალობის კანონის მეორე, უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის - აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ და ამაგრებდნენ, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ჩვენ ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია. როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს? მით უმეტეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით. არაფერი საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნე, ეს ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა

დღის ამბები