16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი - გიორგი ბოტკოველი

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილის შეწყალებას გეგმავდა - სახელისუფლებო პარტია ამას ხსნის იმ უკმაყოფილებით, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდელებმა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

საქმე ეხება საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. გადაწყვეტილებას ორმაგი პატიმრობა უწოდა თავად ექს პრეზიდენტმა - სახელისუფლებო პარტია კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება არ ახანგრძლივებს სააკაშვილის პატიმრობის ვადას, უკმაყოფილება კი ადასტურებს იმას, რომ არსებობდა გარიგება შეწყალების თაობაზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია.

"მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. მის მიმართ გამოტანილი ყოველი განაჩენი და აღმკვეთი ღონისძიება კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ აღკვეთმა ღონისძიებამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიტანეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ რეალურად არ გვაქვს სასამართლო," - განაცხადა ბოტკოველმა.

დღის ამბები