16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ განაჩენში - ირაკლი კირცხალია სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილის შეწყალებას გეგმავდა - სახელისუფლებო პარტია ამას იმ უკმაყოფილებით ხსნის, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდელებმა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალია განცხადებით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება არსებობდა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით წყალში ჩაეყარათ.

"ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ განაჩენში. პირიქით, მათთვის უკეთესია. რა სასჯელსაც იხდის ის სასჯელი, რეალურად შთანთქავს ამ სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებასაც არის ის, რომ იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ მომხდარიყო მისი შეწყალება და ეს გეგმა ჩაეყარათ წყალში," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები