საქართველო-რუსეთის ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მსოფლიოს მასშტაბით,ომის მე -16 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობას ახორციელებენ", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.