16 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"ახალი" იქნება, მელია, თუ "ლელო", ეს არის ერთი, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - გია ვოლსკი

ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართული ოცნება" ოპონენტებს კოლექტიურ "ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.

"ახალი" იქნება, მელია იქნება, "ლელო" იქნება - ეს არის ერთი, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელსაც საკმაოდ გაერთიანებული რესურსი აქვს იმ იმედით, რომ მოვლენ კოალიციური მმართველობის სათავეში. იგივეა, რაც "ნაცმოძრაობა" მოგიყვანია თავისი სისხლიანი წარსულით და იმ ჭრილობებით, რომელიც ჯერ საქართველოს არ მოუშუშებია," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "ლელოს" აკრიტიკებს. 

"ლელოს" არ გააჩნია ხალხთან პირდაპირი საუბრის არანაირი რესურსი, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, წარბშეუხრელად გააგრძელებენ, მიუხედავად პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იმის მტკიცებას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მთავრობამ ჩაუშალა. ქვიშა, რომელზეც ისინი დგანან, ძალიან სწრაფად ეცლებათ ფეხქვეშ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები