ამერიკა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. პენტაგონის ცნობით, მორიგი სამხედრო მხარდაჭერის ფარგლებში უკრაინა "ჰაიმარსისთვის“ და "სტინგერისა“ რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, "ჯაველინისა" და "ატ-4"-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, და სამედიცინო დახმარების ჯავშნიან მანქანებს მიიღებს. ეს უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარების რიგით 63-ე პაკეტია.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ირანი რუსეთს "ფალაქ1"-ის ტიპის ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ "როიტერი" ევროპულ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსი სამხედროები ირანში ამ ტიპის რაკეტების გამოყენებისთვის შესაბამის სწავლებებს გადიან. "ფალაქ 1"-ის ტიპის რაკეტებს 120 კილომეტრი რადიუსის დაფარვა შეუძლიათ.