16 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან მაღალი თანამდებობის პირები, ამას მივესალმებით, უბრალოდ, გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ გაგრძელდება სიცრუის კამპანია - კახა კალაძე

"როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან მაღალი თანამდებობის პირები, ამას მივესალმებით, უბრალოდ, გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ გაგრძელდება სიცრუის კამპანია," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია სწორი შეფასებები გაკეთდეს ქვეყნის პროგრესთან დაკავშირებით.

"გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არა სიცრუის კამპანია, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ. ზოგადად, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, როდესაც პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოდიან კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები? - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. უბრალოდ, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ იქნება სწორი შეფასებები და არ იქნება გაგრძელება იმ სიცრუის კამპანიის, რასაც ვისმენდით," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები