16 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო კაბელ-არხები და ელექტროსადენები. მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED სანათებით.

გზის სავალ ნაწილზე დაიგო რამდენიმე ფენიანი ასფალტის საფარი, მოწესრიგდა და განახლდა ტროტუარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1- ნახევარი ლარია, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა განახორციელა. რეაბილიტირებული ქუჩა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

დღის ამბები