16 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ცოტნე ანანიძე სენატორებზე - პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის - კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, სენატორების მიერ, საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

"პარტნიორებს შორის ხშირად არის დებატები, მაგრამ ეს შედეგებს ვერ შეცვლის - კანდიდატის სტატუსი ამის მაგალითია. ევროინტეგრაცია საკვანძო საკითხია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

ეროვნულ-პრაგმატული პოლიტიკის გამო, საქართველოს ჰქონდა და ახლაც აქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებთან, რასაც ოპოზიცია იყენებს შიდა დაპირისპირებისთვის. თუმცა, ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სენატორთა აზრი ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

დღის ამბები