"ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.
"ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, როგორც მოქალაქეებმა, და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ.
ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ისინი ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ეს ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
ვნახეთ, "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც აღიარა "ტალიავინის დასკვნის", რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იყო ის, რომელმაც, დასკვნის მიხედვით, ცეცხლი გახსნა, მათ შორის, იმ რეზოლუციის მიხედვით - ეს არის ყველა ის გადაწყვეტილებები, რომლის მონაწილეც არის "ნაციონალური მოძრაობა".
"ქართულმა ოცნებამ" შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობა" ომის დანაშაულს აბრალებდა. სწორედ, ევროსაბჭოს რეზოლუციის მეშვეობით, გამართლდა ყველა ჯარისკაცი და სამხედრო.
ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში, ერთადერთი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, ეს იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლოს დონეზე იქნა აღიარებული, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა