16 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე - შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა - რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა - რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ომის გამოძიება "საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია, რათა სხვა დროს, ვერავინ გაბედოს ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩადენა".

"ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ახლა რაც შეეხება იმას, რა არის რუსული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელს მსოფლიოს აჩვენეს 7-ში აქედან იქით დაბომბვის კადრები. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს საუბრობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა რუსული და თურმე, ამ ყველაფრის გამოძიება არის რუსული.

შენ შეგიძლია, ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის აქ - ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და "ნაცებმა" რაც უნდა იძახონ, ჩვენს -საქართველოსა და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც. ახლა მათ რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, იმიტომ, რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებების ჩადენა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები