ახალი დეტალები დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეში - გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციის სნაიპერის ტყვიამ თავდამსხმელის იარაღი დააზიანა, რამაც, პოტენციურად, ტრამპის სიცოცხლე იხსნა.
ლუიზიანას კონგრესმენის, კლეი ჰიგინსის მოხსენების თანახმად, ბატლერის პოლიციის სნაიპერი იყო პირველი, ვინც ტრამპზე თავდამსხმელს, თომას მეთიუ კრუკს 100 იარდის დაშორებიდან ესროლა. პოლიციის სნაიპერის მიერ განხორციელებულმა სროლამ თავდამსხმელი დროებით ჩამოაგდო პოზიციიდან, თუმცა რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა, რის შემდეგადაც ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.
20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა ტრამპის მიმართულებით 8-ჯერ გაისროლა, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა. თავად დონალდ ტრამპს მცირე დაზიანება ყურის არეში აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს 13 ივლისს, პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს.
წყარო: BBC