ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგიას მმართველი გუნდი აფასებს. "ქართული ოცნება" ოპონენტებს კრახს უწინასწარმეტყველებს. ამბობენ, რომ ახალი გადაჯგუფებების მიუხედავად, 26 ოქტომბერს საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს კოლექტიურ ნაცმოძრაობას ქართული საზოგადოება დაემშვიდობება.
"ნამდვილად ვიცი, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჩვენი საზოგადოება 26 ოქტომბერს ნახვამდისო ეტყვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი არიან წარსულის გადმონაშთები და წარსულს დამშვიდობება სჭირდება," - აცხადებს გორდულაძე.