17 სექტემბერი 2024,   23:05
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო მსახურება ტარდება. სასულიერო პირები სიმბოლურად ხილს აკურთხებენ.

მართლმადიდებლებისთვის ფერისცვალება ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის.

"ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული ქრისტიანულ დღესასწაულებს შორის და ეს არის დღესასწაული სულიერი განახლების და ცვლების, ბოროტებიდან სიკეთისაკენ ცვლილების დღესასწაული. მინდა ეს დღე მივულოცო სრულიად საქრისტიანეს, ჩვენს პატრიარქს და ყველა ქრისტიან ადამიანს,“ - აცხადებს დეკანოზი, სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელთმსახური მამა ლონგინოზი (სუარიშვილი).

დღის ამბები