16 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
კოლექტიური "ნაცმოძრაობა" უცხო გავლენის მქონე პირებთან ერთად, პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობდა, ქვეყანა ომში ჩაეთრია, ეს მცდელობები არც ახლა დასრულებულა - არჩილ გორდულაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ ირჩევს მშვიდობას - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს, წარმატებით შესრულდება 4-წლიანი ამოცანა, ქვეყანაში კი გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.

ტექსტში ჩამოთვლილია ის პუნქტები, რისთვისაც, "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. მათ შორის არის პოლიტიკიდან "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება და ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კონსტიტუციური კანონპროექტის დამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც განცხადებაშია ნახსენები და რომელზეც კონსულტაციები გრძელდება, "ქართული ოცნება" ჯერჯერობით ინტრიგად ტოვებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას და ომში ჩათრევის მცდელობებს.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობის" განცხადება ჰგავს "ქუდს ქუდი ეწვისო" გამონათქვამს. რა არის თავდასხმა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მშვიდობაზე, ჩვენს ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და ამით უნდა ვიაროთ ევროპისკენ. ეს არის "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმა? თუ ამ ყველაფერს, ჩვენი ქვეყნის ინტერსებზე ზრუნვას "ნაციონალური მოძრაობა" მათზე თავდასხმად აღიქვამს, სჯეროდეთ ისე როგორც არის.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ახლა, 2024 26 ოქტომბერს, იქნება პრინციპული არჩევანი და ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" უცხო გავლენის მქონე პირებთან ერთად, მათ პატრონებთან პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაეთრიათ, ეს მცდელობები არც ახლა არ დასრულებულა და მიმდინარე პერიოდში ისინი კვლავ აგრძელებენ, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავ საფრთხე შეუქმნან", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები